კორას სტუდია 10 - მოდელირება

სრულყოფილი კურსი ტანსაცმლის კონსტრუირების, მოდელირების და კერვის ტექნოლოგიის ხაზით!!!

  • სრული კურსი მოიცავს საბაზისო კონსტრუქციების აგებას და გამოყენებას ლეკალოების მისაღებად, მოდელირების პრინციპების შესწავლას მარტივიდან რთულამდე, კერვის ტექნოლოგიის დაუფლებას პრაქტიკულ მეცადინეობებზე.
  • სრული კურსის ხანგრძლივობაა 6 თვე, სწავლება კვირაში 2-ჯერ, გაკვეთილის ხანგრძლივობა 2 საათია. სრული კურსის ღირებულებაა თვეში 250ლარი.
  • დაგვიკავშირდით: მობ.: 555-520-688; 577-426-606. ტელ.: 322-140-693ჩვენთან ისწავლება არა მარტო ქსოვილებზე, არამედ ტყავთან მუშაობაც, რაც საშუალებას მოგცემთ შეიკეროთ მოდური სამოსი.ფირუზისფერი ტილოს ქვედა კაბით და თეთრი ბატისტის ტოპით დროებით ვემშვიდობებით ზაფხულს და ვიწყებთ საშემოდგომო მოდელებზე მუშაობას. ვისაც სურს გარდერობის განახლება საკუთარი ხელით, შემოგვიერთდით, შეისწავლეთ და არ გამოტოვოთ კორას სიახლეები!შეისწავლეთ კერვა ჩვენი კურსების დახმარებით და თქვენი ჩაცმულობა არასოდეს დარჩება ყურადღების მიღმა.

ყველაზე დიდი სტიმული და თავდაჯერებულობა იბადება მაშინ, როცა საკუთარი ხელით შეკერილ ან მოქსოვილ სამოსში ხარ გამოწყობილი და ხედავ, რომ მსგავსი მეორე არ არსებობს.

ვიდეოანონსი ჩვენი სოციალური ქსელიდან!

მიღება გაგრძელდება 20 თებერვლამდე. სწავლა დაიწყება 22 თებერვლიდან.

ორშაბათი-ხუთშაბათი 12.00 სთ - 14.00 სთ

  სამშაბათი - პარასკევი 14.00 სთ - 16.00 სთ

დაგვიკავშირდით: მობ.: 555-520-688; 577-426-606. ტელ.: 322-140-693

სრული კურსის ხანგრძლივობაა 6 თვე, დაწყვილებული სწავლება, კვირაში 2-ჯერ, გაკვეთილის ხანგრძლივობა 2 საათია. სრული კურსის ღირებულებაა 1500 ლარი, ანუ თვეში 250ლარი.

კერავენ ჩვენი მოსწავლეები: ჟილეტი - უნივერსალური, პრაქტიკული და მარტივად მოსარგები. ასე გამოიყურება ჩვენთან დამზადებული დეკორატიული, მოსახსნელი საყელოების ნიმუშები.

როგორ გამოიყურება პრაქტიკული ''ბომბერი'' კაპიუშონით ნახეთ ამ ვიდეოში:

შემდგომი პრაქტიკის კურსის მოსწავლეები სწავლის პროცესში მუშაობენ არა მარტო რთული მოდელების შექმნაზე, არამედ ეცნობიან ექსკლუზიური და ფაქტურული ქსოვილების დამზადების ტექნიკას. ვიდეოს ფრაგმენტი ამ ორიგინალური ჯიბის დამზადების პროცესიდან შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი სოციალური გვერდის საშუალებით.

ტრიკოტაჟის კაბა პასტელის ფერებშიკერავენ კორას მოსწავლეები: უმთავრესია თეორიის და პრაქტიკის ერთობლიობა.

დელიკატურ ქსოვილებთან მუშაობა არ არის მარტივი. მაგრამ თუ დეტალურად გაეცნობით და შეისწავლით, მაშინ სამუშაო პროცესი ბევრად უფრო მარტივი და სახალისო იქნება.

რამდენიმე მოდური ელემენტი ერთ ბლუზაში: დეკორატიული მაჯები, ჯიბე და ორიგინალური საყელო. მარტივი, მაგრამ  ყველასგან გამორჩეული.შენი ხელით შეკერილი - ყველაფერი ექსკლუზიურია და მის ანალოგს სხვის ტანზე ვერასოდეს ნახავ!

სამუშაო ხელსაწყოები კომფორტული და ხარისხიანი კერვისთვის. ჩვენ შეგასწავლით ტრიკოტაჟული ქსოვილების თავისებურებას, ნაირსახეობას. ტრიკოტაჟის დამუშავებას და ყველაფერს, რაც ამ ქსოვილს უკავშირდება.ლილეს კოპლებიანი კაბა



Copyright © 2007-2021 by Nana Koberidze. All rights reserved