ჩვენი სტუმრები

ქუილთის საერთაშორისო გამოფენა-კონკურსის ფინალური ეტაპი გაიმართა ფინეთში, ქალაქ იუივასკიულაში(Jyväskylä). მანამდე კი, ამ გამოფენამ მოიარა მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანა. პროექტის ავტორი და ინიციატორი იყო კომპანია HUSQVARNAეს ფირმა, ჩირითადად, საქარგავი მანქანების მწარმოებელია და ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. კონკურსის მონაწილეებს თემატურად სრული თავისუფლება ჰქონდათ მინიჭებული, რათა სრულყოფილად მისცემოდათ საკუთარი შესაჩლებლობების რეალიზაციის საშუალება. სხვადასხვა ქსოვილების კომბინირების გზით არაჩვეულებრივი, მაღალმხატვრული ნამუშევრები შეიქმნა და გამოიფინა. აქ წარმოდგენილი ფოტო მასალა ექსკლუზიურად "კორა"-სთვის მოამზადეს და მოგვაწოდეს ჩვენმა ფინელმა პარტნიორებმა, რისთვისაც ვუხდით  მადლობას!


Copyright © 2007-2022 by Nana Koberidze. All rights reserved